Tuesday, May 31, 2011

წიგნის დანიშნულება

წიგნი არის განათლებისა და ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება,ის ღია კარია რომელსაც სხვა ადამიანების ცხოვრებაში შევყავართ.წიგნის საშუალებით ჩვენი თვალთახედვა ერწყმის სხვა ადამიანების თვალთახედვას და სამყაროს გაასმაგებული სისავსით შევიგრძნობთ.მისი დანიშნულებაა ადამიანს მიაწოდოს მისთვის საინტერრესო ინფორმაცია ან დროის გარკვეული ნაწილი უბრალოდ სასიამუვნოდ გაატაროს.არსებობს სხვადასხვა ჟანრის წიგნები: საისტორიო,სათავგადასავლო,დეტექტიური, სასიყვარულო საპროგრამო და სხვა მრავალი... ყველა ადამინს შეუძლია მისთვის საინტერესო წიგნი შეარჩიოს და იმოგზაუროს ავტორის შექმნილ სამყაროში.წიგნის კითხვის დროს ადამიანი მის გმირებთან ერთად სხვადასხვა დროში მოგზაურობს,იზიარებს მათ განცდებს...

No comments:

Post a Comment